კადიროვი: თუ უკრაინაში არ გამოიძებნენ ადამიანები, რომლებიც აშშ-ს შეეწინააღმდეგებიან, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა Telegram-ში უკრაინასთან დაკავშირებით მორიგი მოსაზრება დაწერა, ასევე, განმარტა, რომ აზრებს ავრცელებს, როგორც რიგითი ადამიანი და არა – “ხელმძღვანელი”.

გასულ კვირას კადიროვმა განაცხადა, რომ აშშ იყენებს უკრაინას მის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განსათავსებლად და თავად რომ იყოს რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა. ამ განცხადების კომენტირებისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფუძვლები, რომელშიც შედის ჩეჩნეთი, ვლადიმერ პუტინის მიერ არის ჩამოყალიბებული.

ახალ განცხადებაში კადიროვი წერს, რომ “როგორც სირიაში ტერორიზმის შემთხვევაში, რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი ინტერესები მანამ, სანამ არ მოუწევს მათი დაცვა საკუთარ ტერიტორიაზე“ და თუ უკრაინაში არ გამოინახა ხალხი, რომლებიც შეძლებენ აშშ-სთვის წინააღმდეგობის გაწევას, “მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ”.

“ეს არის ჩემი განცხადება, როგორც რამზან კადიროვის და არა როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის. მე ეს უკვე არაერთხელ აღვნიშნე. კრემლი არ მაძლევს რაიმე დირექტივას გარკვეული თეზისების გამოთქმისთვის. ამიტომ, როდესაც რაიმეს თქმა მომინდება, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, ასეც ვიტყვი: “ამას ვამბობ მე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური – რამზან კადიროვი“, – დაწერა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები