რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდალმა, არმიის გენერალმა, ალექსანდრე დვორნიკოვმა დაქვემდებარებული ფორმირებების და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება დაიწყო, რომელშიც ჩართულია 6000-ზე მეტი სამხედრო.

ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ შემოწმების მიზანია ფორმირებებისა და ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების მეთაურების უნარი, მოაწყონ სახეობათაშორისი ურთიერთქმედება და ასევე გააკონტროლონ სხვადასხვა ტიპის ჯარების მიმაგრებული ქვედანაყოფები.

სამხრეთის სამხედრო ოლქის ფორმირებებსა და სამხედრო ნაწილებს მოუწევთ, შეიმუშაონ ზომების ფართო სპექტრი ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და, დანიშნულებისამებრ, დავალებების შესასრულებლად.

„ოპერატიული სიტუაციის ერთიან კონცეფციაში, კომბინირებული შეიარაღების ფორმირებები და სამხედრო ნაწილები, საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები, შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის გემები, შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები