კრემლმა ნავალნი ტერორისტთა და ექსტრემისტთა რეესტრში შეიყვანა

 

რუსი ოპოზიციონერი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ალექსეი ნავალნი ტერორიზმსა და ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების სიაშია შეყვანილი.

შესაბამისი ჩანაწერი “როსფინმონიტორინგ”-ის რეესტრში დღეს გამოჩნდა.

რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, ამ სიაში შეყვანილი პირების ანგარიშებს ბანკები ყინავენ, ასევე, მათ მომსახურებას აჩერებენ.

ნავალნის გარდა, სიაში მისი უახლოესი თანამოაზრეები არიან შეყვანილნი, რომლებიც ადრე ექსტრემიზმის საქმის ფიგურანტები იყვნენ.

ესენი არიან: ლიუბოვ სობოლი, ადვოკატი ვიაჩესლავ გიმადი, გეორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი.

იანვრის დასაწყისში ნავალნის კიდევ ორი ​​თანამოაზრე იქნა ამ სიაში შეყვანილი – ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები