ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

ცენტრალური აზიის სამი ქვეყანა: ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.

როგორც ელექტროქსელის ოპერატორ KEGOC-ის პრესსამსახურში განაცხადეს, ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვა გამოიწვია ყაზახეთში სატრანზიტო ხაზის გადატვირთვამ.

კერძოდ, ელექტროენერგიის პრობლემები წარმოიშვა ქალაქ ალმათიში, შიმკენტში, ტარასში, თურქესტანის რეგიონსა და მიმდებარე რაიონებში.

რაც შეეხება უზბეკეთს, ტაშკენტში აღნიშნეს, რომ ელექტროგადამცემი ქსელი დაზიანდა ავარიის გამო, რამაც გამოიწვია ყაზახეთიდან 530 ხაზზე ელექტროენერგიის აწევა. შედეგად, უზბეკეთის ფერგანას და ტაშკენტის ოლქები, ფერგანას ველი, სირდარია, ჯიზახი, სამარკანდი, ნავოი და კაშკადარიას რეგიონები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდეს, არ გამოიყენონ პირადი ტრანსპორტი აუცილებელი საჭიროების გარეშე. ამჟამად ქუჩებში, გამორთული შუქნიშნების გამო, საცობებია. ასევე, პარალიზებულია მეტოპოლიტენი.

ყირგიზეთში ელექტროენერგიის პრობლემამ ბიშკეკის უმეტესი ნაწილი დააზარალა. აქაც გამორთულია შუქნიშნები, გზებზე კონტროლერები მუშაობენ. დედაქალაქის აეროპორტი „მანასი“ ავტონომიურ ელექტრომომარაგებაზე გადავიდა. კურორტ ჭუნკურჩაკზე, მგზავრებით, საბაგიროც გაჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები