ინდონეზიაში, კარაოკე-კლუბში ხანძარს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიის პროვინცია დასავლეთ პაპუას ქალაქ სორონგში, დაახლოებით 20 ადამიანი ემსხვერპლა ადგილობრივ მცხოვრებთა ორ დიდ ჯგუფს შორის შეტაკებას და კარაოკე კლუბში ხანძარს.

ამის შესახებ ინფორმაციას ANTARA ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ქუჩაში 300-ზე მეტი ადამიანის დაპირისპირების დროს, დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 კარაოკე-კლუბში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხერხდა, დანარჩენების ცხედრები ხანძრის შედეგად მძიმედ დაიწვა.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რომლის მიზანია, ამ ეტაპზე, არეულობისა და შეტაკების წამქეზებელთა და აქტიური მონაწილეების იდენტიფიცირებაა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სიკვდილში დამნაშავეების.

არეულობის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, “სინჰუა” წერს, 19 დაღუპულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები