ჰაიტიზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

კუნძულ ჰაიტიზე 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებს რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ნგრევა მოჰყვა.

მიწისძვრას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

ჰაიტი სეისმურად აქტიური ზონაა. გასული წლის აგვისტოში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ კუნძულზე ათიათასობით სახლი გაანადგურა. სტიქიას, სულ მცირე, 2 000 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები