ევროკომისიამ უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარება შესთავაზა

ევროკომისიამ უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარება შესთავაზა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს ვაცხადებ ქვეყნისთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს გადაუდებელი სესხებისა და გრანტების შესახებ. პირველ ყოვლისა, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას, დააკმაყოფილოს თავისი დაფინანსების საჭიროებები. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ ამ პაკეტს, რაც შეიძლება მალე“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირველი ტრანში 600 მილიონი ევროს ოდენობით სწრაფად გადაიხდება.

„უფრო მეტიც, ჩვენ მალე დავიწყებთ მუშაობას მეორე, გრძელვადიან პროგრამაზე ქვეყნის მოდერნიზაციის მცდელობის მხარდასაჭერად. მეორეც, წელს კომისია თითქმის გააორმაგებს ორმხრივ დახმარებას უკრაინას კიდევ 120 მილიონი ევროთი. ეს მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის ძალისხმევას სახელმწიფო მხარდაჭერისა და მდგრადობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები