ავსტრალია და გერმანია კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას უზრუნველყოფენ

ავსტრალიის ხელისუფლებამ კიევიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, ასევე, ქვეყნის მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს – უკრაინა დატოვონ.

ამის შესახებ გაზეთი Sydney Morning Herald-ი წერს.

გამოცემის მონაცემით, უკრაინაში, დაახლოებით, ავსტრალიის 1400 მოქალაქეა, მაგრამ ავსტრალიის მთავრობას ეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ქვეყნის მთავრობამ დღეს უკრაინასთან დაკავშირებით მოქალაქეებისადმი რეკომენდაცია გაავრცელა და მოუწოდა მათ,  ვიზიტისგან თავი შეიკავონ და დატოვონ უკრაინა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანასთან ფრენები შესაძლოა, მალე შეიცვალოს.

„საკონსულო მომსახურება და ჩვენი შესაძლებლობა, გავუწიოთ საკონსულო დახმარება ავსტრალიელებს, შესაძლოა, შეზღუდული იყოს ადგილობრივი პირობების გამო“, – დასძინეს მთავრობაში.

ცოტა ხნის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანელ დიპლომატებს და მათი ოჯახის წვერებს უკრაინის დატოვება მოუნდებათ, ბერლინი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.

ამასთანავე, აღინიშნა, რომ უკრაინაში გერმანიის დიპლომატიური მისია დარჩება, რაც აუცილებელია, მათ შორის, ვითარების დარეგულირებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები