ზელენსკი: დროა, ქვეყნის დაზვერვა შეტევაზე გადავიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დროა, ეროვნული ინტერესების დასაცავად, ქვეყნის დაზვერვა შემტევ მოქმედებებზე გადავიდეს.

ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო დაზვერვის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ამჟამად, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას საფრთხე ემუქრება და ასეთ დროს გადამწყვეტ როლს ეფექტური დაზვერვა ასრულებს.

„ჩვენ ვისწავლეთ გარე აგრესიის ეფექტურად შეკავება და შეწინააღმდეგება. დარწმუნებული ვარ, დროა, გადავიდეთ შემტევ ქმედებებზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. თქვენ გაქვთ გამოცდილება და შესაძლებლობები, რომ განახორციელოთ ასეთი სტრატეგია“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეები გაერთიანებულნი არიან “ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად და მშვიდობას ვუსურვებთ ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მაშასადამე, თქვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: ინფორმაციის სიზუსტიდან მის დროულობამდე“, – შეაჯამა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები