“უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს აქამდე არნახული სანქციებით უპასუხებენ” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან, უპრეცედენტო სანქციებით უპასუხონ რუსეთს, თუ “ის უკრაინაში შეიჭრება”, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

„ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მზად ვართ, გადამწყვეტად ვუპასუხოთ ყოვლისმომცველი სანქციებით აქამდე არნახული სანქციებით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში“, – განაცხადა კოფოდმა.

მან აღნიშნა, რომ საუბარია ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებზე.

მინისტრის თქმით, ზომები ბევრად უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს იყო შემოღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები