მასობრივი კამინ-აუტი გერმანიის ეკლესიაში – 125-მა სასულიერო პირმა ლგბტქ+ თემთან კავშირი აღიარა
გერმანიაში 125-მა კათოლიკე მღვდელმა, თემის ლიდერმა, მასწავლებელმა და ეკლესიის ადმინისტრატორმა, ლგბტქ+ თემთან კავშირი აღიარა.
ამის შესახებ DW წერს.
მათ ასევე მოუწოდეს სხვა კათოლიკეებს, შეუერთდნენ #OutInChurch ინიციატივას.
აქციაში მონაწილეთა მოთხოვნით, კათოლიკურმა ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს გათავისუფლების მიზეზად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამოყენება. ამასთან, საეკლესიო სწავლებიდან გამოირიცხოს ცილისმწამებლური განცხადებები გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებით.
სასულიერო პირის, ბერნდ მონკებიუშერის თქმით, რომელმაც 2021 წელს წამოიწყო გეი წყვილების კურთხევა, საეკლესიო გარემოში ჩატარებული აქცია შთაგონებული იყო გასული წლის მაგალითით, როდესაც 185-მა გერმანელმა მსახიობმა განაცხადა, რომ იყვნენ გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსი – ქვირი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანები.
16 იანვარს გახდა ცნობილი, რომ გერმანიაში, ისტორიაში პირველად, დაინიშნა ფედერალური მთავრობის კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების განხორციელებისთვის – ის არის ბუნდესტაგის წევრი “მწვანეებიდან”, სვენ ლემანიდან.
მისი საქმიანობის სფეროა: გერმანიის სამინისტროებთან ერთობლივი მუშაობა LGBTQ+-თან დაკავშირებულ პროექტებზე. გარდა ამისა, ლემანი პასუხისმგებელი იქნება სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.