დავით ნარმანიამ თბილისის ქუჩები საარჩევნო პლაკატებისგან გაწმინდა

   თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე საარჩევნო პლაკატებისგან გაწმენდის აქციაში მონაწილეობდა – ამის შესახებ „კვირას“ კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბიდან აცნობეს. როგორც „კვირას“ კოალიაცია „ქართული ოცნების“ პრესსამხურში განუცხადეს, აქციაში დავით ნარმანიას გარდა, საკრებულოს წევრები – ჯაბა ჯიშკარიანი და ნუგზარ მალაღურაძეც მონაწილეობდნენ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
აქცია, რომელიც დედაქალაქის სააგიტაციო მასალისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, დღეს დაიწყო და თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს.
“საქართველოს საარჩევნო კოდექსი გვავალდებულებს, არჩევნების შემდეგ ჩამოვხსნათ სააგიტაციო მასალა. ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, დღეს მოვაწყეთ დასუფთავების აქცია და თბილისის ყველა უბანს სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის არჩეული მერი, ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შეუერთდნენ აქციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები