ბრიტანეთმა უკრაინაში 30 სამხედრო და 2000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 2000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად 30-მდე ელიტარული ჯარისკაცი გაგზავნა.

ამის შესახებ Sky News-ი წერს.

რეინჯერთა პოლკის წევრები (ბრიტანეთის არმიის ახალი სპეციალური ოპერაციების ბრიგადის ნაწილია) უკვე გაფრინდნენ სამხედრო თვითმფრინავებით, რომლებმაც ასევე ერთი კვირის განმავლობაში უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო იარაღი ჩაიტანეს.

17 იანვრიდან, ქვეყნის სატრანსპორტო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა – C-17-მა რამდენიმე რეისი შეასრულა, თუმცა, უკრაინაში ჩატანილი იარაღის ოდენობას მხარეები არ ასაჯორეებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა ახალი თაობის მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი (NLAW), რომელსაც მწარმოებლები აღწერენ, როგორც “ისტორიაში პირველი სარაკეტო სისტემა, რომელის სწრაფად ანადგურებს ზემოდან ნებისმიერ ძირითად საბრძოლო ტანკს მხოლოდ ერთი გასროლით”.

გარდა ამისა, ბრიტანეთი განიხილავს ასობით ჯარისკაცის გაგზავნას უკრაინის მეზობელ ნატო-ს ქვეყნებში, როგორც “რუსეთის შემაკავებელი” ფაქტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები