“ნუ მისცემთ მოსკოვს თქვენი დაყოფის უფლებას” – ბლინკენმა უკრაინელ პოლიტიკოსებს რუსეთის აგრესიის ფონზე გაერთიანებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, გადადონ უთანხმოება საერთო ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ და ერთად იმუშაონ რუსეთის შესაძლო შემოჭრის ფონზე.

ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, მოსკოვის ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანი იყო უკრაინის შიგნით განხეთქილების დათესვა, რომ უკრაინელებს გაურთულდეთ ერთობლივი მუშაობა ევროდემოკრატიული ამბიციების რეალიზებისთვის – იმის მტკიცებით, რომ დემოკრატია პოლარიზაციის იარაღია“, – თქვა მან.

მისივე თქმით, “უკრაინამ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაეხმარება რუსეთის ცინიკურ ძალისხმევას.

“ნუ მისცემთ მოსკოვს თქვენი დაყოფის უფლებას. ეს ნიშნავს, რომ ლიდერებმა, უკრაინის მთავრობის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, უნდა გადადონ უთანხმოება საერთო ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ და ერთად იმუშაონ რთული დღეების მომზადების საკითხზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები