გიორგი ვოლსკი: რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია რუსეთისა და „ნაცმოძრაობის“ ინტერესშია

“საქართველოს გარშემო დღეს არის ორი ძალა – გარედან რუსეთი, შიგნიდან კი „ნაცმოძრაობა“ – რომელთა ინტერესია რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ის ახალი სათათბირო, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ახლა ჩამოაყალიბა, სწორედ რევოლუციური იდეის რეალიზაციისკენ მოწოდებული ხალხით დაკომპლექტდა. ეს ავადმყოფური ამოჩემება, რომ უნდა მოხდეს დესტაბილიზაცია, სისხლისზღვრა, არის ამ ადამიანებისთვის აბსოლუტურად მისაღებია. სააკაშვილს ჰგონია, რომ მათ შეუძლიათ ამ იდეის რეალიზაცია. სხვები, რომლებიც განიხილავენ პარლამენტში სხვა თემებზე მუშაობას, ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან. სააკაშვილს ჰგონია, რომ ამ პატარა ჯგუფით შეძლებს, განახორციელოს განუხორციელებელი. სააკაშვილმა დაინახა, რომ მის მომხრეებს შორის არაა დიდი სურვილი, რომ ქვეყანა არიონ. საქართველოს გარშემო დღეს არის ორი ძალა: გარედან რუსეთი, შიგნიდან კი „ნაცმოძრაობა“. ორივეს ინტერესია რეგიონში და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია“, – ამბობს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები