დავით გადელია: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით, ლუდის წრუპვითა და საუბრის თანხლებით, “ომიკრონის” 100%-იანი გადამდებია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია „ომიკრონის“ გავრცელების განსაკუთრებულ სისწრაფესა და “ბუსტერ” დოზის დაცვისუნარიანობაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ერთ სუფრაზე სადილობაც კი საფრთხილოა.

“ძალიან იცავს!
ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე! დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა – ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო. ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა… ცოტა კიდეც დამწყდა გული – ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა, მაინც ჯობია, რომ არ დამემართა! წუხელ გავიტესტე – უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს”, – წერს ექიმი ,,ფეისბუქ,, გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები