არახამია: შეიძლება, არ მოხდეს რუსეთის შემოჭრა უკრაინაში, მაგრამ ეკონომიკა დაეცემა, რატომ ამწვავებს ყველაფერს დასავლური მედია?!

 

უკრაინის პარლამენტის, მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ვითარების ესკალაცია, ასევე, რუსი დიპლომატების ოჯახების გაყვანის შესახებ “ფეიქების” გავრცელება მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან გამოცემა „ფოკუსს“ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, საბჭოს პროფილური კომიტეტი რეგულარულ კავშირზეა თავდაცვის მინისტრთან, გენერალურ შტაბსა და სხვა ძალოვან სტრუქტურებთან და საზოგადოებაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„საფრთხე ყოველთვის არსებობს. მაგრამ! დაიმახსოვრეთ, გასული წლის გაზაფხულზე იყო ესკალაცია? დღევანდელი მდგომარეობა იმაზე უარესი არ არის, დაახლოებით, იმავე დიაპაზონშია. რატომ ამწვავებს ამას დასავლური მედია? რთული სათქმელია. ახლა მიმდინარეობს დიდი მოლაპარაკებათა პროცესი და ჩვენ ვართ ამ ველზე, ეს არის მიზეზი მოლაპარაკებების, რომ ევროპაში ომის არიდება მოხდეს. რუსეთის ფედერაციისგან შეიძლება, ველოდოთ ნებისმიერ სიურპრიზს, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არა- პანიკის განვითარებისთვის. შეიძლება, არ მოხდეს რუსეთის შემოჭრა, მაგრამ ეკონომიკა დაეცემა. როცა იწყებენ “ფეიქების”გავრცელება, რომ, თითქოს, რუსეთის საელჩოს ოჯახები გაჰყავს, ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორ ისახება ეს უკვე ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პლენარულ კვირაზე, რომელიც 25 იანვარს დაიწყება, უკრაინის უსაფრთხოების საკითხი იქნება დასმული, რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხის ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები