რუსეთში აცხადებენ, რომ ევროპისთვის ფართომასშტაბიანი ომის საფრთხე არ არსებობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ევროპაში, ამჟამად, სრულფასოვანი სამხედრო ოპერაციები შეუძლებელია.

ამის შესახებ მან “ვალდაის” კლუბში გამოსვლის დროს თქვა.

”დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს სრულმასშტაბიანი ომის რისკი, რომელიც შეიძლება, განვითარდეს ევროპაში ან სხვაგან,” – თქვა დიპლომატმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ აპირებს აგრესიული ქმედებების განხორციელებას სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.

“ჩვენ არ ვაპირებთ შეტევას, თავდასხმას ან უკრაინაში შეჭრას. ჩვენ არ განვახორციელებთ არანაირ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის უკრაინას. ჩვენ მხოლოდ წვრთნებს ვაწარმოებთ, ჯარების რეგულარულ გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე”, – დასძინა რიაბკოვმა.

ამავდროულად, მან გაიხსენა, რომ უკრაინის ნატო-ში არ შესვლა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების ცენტრშია და მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, დიპლომატიის ფარგლებში, რომ „შეაბრუნოს ეს სიტუაცია“.

რიაბკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ჯერ არ მიუღია წერილობითი პასუხი აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, მაგრამ დიალოგის გაგრძელებას მოელის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები