ერდოღანმა პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებისთვის თურქეთში მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები – ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მოსაგვარებლად თურქეთში მიიწვია.

ამის შესახებ თურქეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

“თურქეთი მზად არის, ნებისმიერი როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის შესამცირებლად. პრეზიდენტი ერდოღანი მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმორ ზელენსკისთან. ფაქტობრივად, მან ორივე მიიწვია თურქეთში, თუ მათ სურთ, გაერკვნენ პრობლემებსა და უთანხმოებაში“, – ციტირებს მის სიტყვებს Sabah-ი.

გარდა ამისა, კალინის თქმით, ერდოღანი „მომდევნო რამდენიმე კვირაში გაემგზავრება უკრაინაში ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები