ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 20%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 18 739 636 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 3-9 იანვრის კვირასთან შედარებით 20%-ით მეტია.

ასევე, 10-16 კვირას მსოფლიოში ვირუსს 45 543 პაციენტი შეეწირა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტენშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ინფიცირების ზრდა დაფიქსირებულია ჯანმო-ს ექვსი რეგიონიდან ხუთში, მხოლოდ აფრიკაშია 27%-იანი კლება.

რიცხვები განსაკუთრებით მაღალია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სადაც ინფიცირების 145%-იანი და 68%-იანი ზრდაა. ევროპის კონტინენტზე 10%-იანი მატებაა; ამერიკაში – 17%-იანი; დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 38%-იანი.

გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 12%-ით; ამერიკაში 7%-ით; დასავლეთ წყნარ ოკეანეში 5%-ით; ევროპაში 3%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 1%-ით, თუმცა, აფრიკაში სიკვდილიანობა შემცირდა 4%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები