აშშ-ში რუსეთის საელჩო თეთრ სახლს მოუწოდებს, უარი თქვას კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდების გეგმებზე

 

აშშ-ის ხელისუფლებამ, თუ მას  ნამდვილად სურს – უკრაინის შიდა კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვაროს, უარი უნდა თქვას კიევისთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების გეგმებზე.

ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ, იარაღის მიწოდების მაგივრად, „ვაშინგტონმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა უკრაინის ხელისუფლებაზე, რომ დაარწმუნოს ისინი, შეწყვიტონ მინსკის შეთანხმებების საბოტაჟი“.

“კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: რუსეთი არავისზე თავდასხმას არ აპირებს. ჩვენს მიწაზე ჯარების გადაადგილების პრაქტიკა ჩვენი სუვერენული უფლებაა. მოვუწოდებთ ისტერიკების შეწყვეტისკენ და, რაც მთავარია, ნუ უბიძგებთ კიევის “გაცეცხლებულ თავებს” ახალი პროვოკაციებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები