თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნავთობსადენი აფეთქდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის რაიონში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა.

TRT Haber-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ხანძარი კაჰამანმარაშ-გაზიანთეპის გზატკეცილზეც გავრცელდა. ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია.

ოლქის გუბერნატორმა, ომარ ფარუკ ჯოშგუნმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამჟამად, დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები