Defence Blog: აშშ უკრაინას, სავარაუდოდ, ავღანეთის საჰაერო ძალების კუთვნილ ვერტმფრენებს გადასცემს
შეერთებული შტატები უკრაინას, სავარაუდოდ, Mi-17V5 და Mi-8MTV ტიპის ვერტმფრენებს გადასცემს, რომლებიც ადრე ავღანეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა.
ამის შესახებ Defence Blog-ის მიმომხილველი, ჟურნალისტი დილან მალიასოვი წერს.
მისი აზრით, ვერტფმრენების პირველი პარტია უკრაინაში უკვე 2022 წლის გაზაფხულზე გაიგზავნება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები უკრაინას ექვს ვერტმფრენს გადასცემს.
ამჟამად, ავღანეთის საჰაერო ძალების Mi-8/17 ტიპის 20-მდე ვერტმფრენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება და მათი ბედი უცნობია.
დანიური საავიაციო ჟურნალ Scramble-ის ცნობით, ეს ვერტმფრენები ავღანეთის მთავრობის ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გაქცევის დროს გამოიყენეს.
2021 წლის 23 ნოემბერს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინაში სამხედრო მრჩევლებისა და იარაღის გაგზავნას, რომელიც ვაშინგტონმა ავღანეთისთვის შეიძინა, კერძოდ, საუბარი იყო Mi-17 ვერტმფრენებზე.