კარლ ჰარცელი: ცესკო-ს კომისიის შერჩევის პროცესი რთულია – იმედი მაქვს, ძალისხმევა იქნება, რომ ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს მასში ჩართული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი რთულია.

ელჩი იმედოვნებს, რომ შერჩევის პროცესში ჩართვის საშუალება დაინტერესებულ პირებს ექნებათ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შერჩევის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, იყო გასულ ზაფხულს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ნაწილი და ამ წინადადების მთელი იდეა იყო, რომ გაზრდილიყო ნდობა.

ეს პროცესი და სიტუაცია რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველანაირი ძალისხმევა იქნება, რათა ყველა მთავარი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული ამ მნიშვნელოვან შერჩევის საკითხში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები