კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს უფლებას, აირჩიოს – ვისთან ითანამშრომლოს

„მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს იცავს.

„როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, შემიძლია – განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას – აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს. ეს არის თანამედროვე ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი და ის, რასაც ჩვენ სხვა პარტნიორებთან, აშშ-სთან, ნატო-სა და ეუთო-სთან ერთად ვიცავთ“, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები