გამოკითხვა: რესპონდენტების 48% დარწმუნებულია, რომ მაკრონი თანამდებობას მეორე ვადით შეინარჩუნებს

საფრანგეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ელოდება, რომ ემანუელ მაკრონი ქვეყნის პრეზიდენტად მეორე ვადით იქნება არჩეული.

გამოკითხვა ტელეარხმა BFM-TV ჩაატარა.

აღინიშნება, რომ არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე ვერცერთი კანდიდატი ვერ ეწევა მაკრონის რეიტინგს.

გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 48% დარწმუნებულია, რომ მაკრონი თანამდებობას შეინარჩუნებს.

“რესპუბლიკელების” კანდიდატის, ვალერი პეკრესისა და ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების” ლიდერის, მარინ ლე პენის გამარჯვება რესპოდენტთა 14-14% სჯერა.

ერიკ ზემურის წინსვლაში დარწმუნებულია 6%.

მანამდე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით გაირკვა, რომ ფრანგების 50% მარინ ლე პენს “დემოკრატიის საფრთხედ” მიიჩნევს, 62%-ს იგივე აზრი აქვს ჩამოყალიბებული ერიკ ზემურის მიმართ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები