ზახაროვას მტკიცებით, უკრაინაში რუსი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები პირად მუქარას იღებენ

უკრაინაში რუსი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები, ასევე, უცხოური მისიების პერსონალი პირად მუქარას იღებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამში დაწერა.

“უკრაინაში ჩვენი თანამშრომლები მუქარას იღებენ: დიპლომატების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის, ოჯახის წევრების მიმართ. ეს ყველაფერი რეგულარულად ეცნობება უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტების სახით”, – წერს ზახაროვა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის საელჩო და გენერალური საკონსულოები მათზე უკრაინელი რადიკალების თავდასხმებისა და უსაფრთხოების ძალების პროვოკაციებისა ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები