მიხეილ სარჯველაძე: თუკი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს “ნაცმოძრაობაა”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუკი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”.
“თუკი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკაში რუსულ თამაშს თამაშობს, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა” და ის დესტრუქციული აქტივობები, რომელიც მრავლად არის ბოლოდროინდელ ქრონიკებში. მე მგონია, რომ დრამატული შეცდომაა “ნაციონალური მოძრაობის” ან მისი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, როდესაც ისინი იჩემებენ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას პროდასავლურობაზე და სინამდვილეში სრულიად საპირისპიროები არიან”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.