ბლინკენი ხვალ, მოულოდნელი ვიზიტით, კიევში ჩადის

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში 19 იანვარს ჩავა.

ამის შესახებ ინფორმაცია Eurointegration-ის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყარომ დაუდასტურა.

ვიზიტის დღის წესრიგი ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ, წყაროს თქმით, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები რუსულ საფრთხეზე იქნება ორიენტირებული.

“რა თქმა უნდა, საუბარი იქნება რუსეთზე, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონცენტრაციაზე. ეს არის მისი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი”, – თქვა წყარომ.

კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში, კვირის ბოლოს, ის მის განრიგში არ ეწერა.

ბლინკენი უკანსკნელად კიევში მაისში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები