ევროპარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროპარლამენტარებმა პირველივე ტურში ახალ პრეზიდენტად ვიცესპიკერი, 42 წლის რობერტა მეტსოლი აირჩიეს.

მეტსოლას კანდიდატურას მხარი 458 დეპუტატმა დაუჭირა.

ამასთან, მისი არჩევა დევიდ სასოლის გარდაცვალებას არ უკავშირდება, რადგან სასოლის უფლებამოსილების ვადა იანვრის ბოლოს ისედაც იწურებოდა.

რობერტა მეტსოლი ევროპარლამენტის ხელმძღვანლის თანამდებობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ითვლებოდა.

რობერტა მეტსოლა ევროპარლამენტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარეა, ასევე, პირველი ქალი 20 წლის განმავლობაში.

იგი “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) ფრაქციის წევრია, ხოლო სასოლი იყო მემარცხენე ცენტრისტული სოციალისტებისა და დემოკრატების (S&D) პოლიტიკური დაჯგუფების წევრი.

მეტსოლი ოთხი შვილის დედაა და აბორტის ძლიერი მოწინააღმდეგეა.

2013 წლიდან არის ევროპარლამენტის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები