ECDC: ევროპაში ტვინდემიაა

ევროპაში გრიპის შემთხვევების ზრდის ტემპი გაიზარდა, რაც შეიძლება, მიუთითებდეს ხანგრძლივი ტვინდემიის დაწყებაზე – გრიპითა და COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის ერთდროულ მაღალ დონეზე.

ამის შესახებ Reuters-თან საუბარში დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) ექსპერტმა, პასი პენტინენმა თქვა.

„გრიპის ვირუსის დაბრუნება შეიძლება, იყოს დაავადების უჩვეულოდ ხანგრძლივი სეზონის დასაწყისი, რომელიც შეიძლება, ზაფხულამდე გაგრძელდეს“, – თქვა მან.

როგორც ცენტრის კვლევაშია აღნიშნული, ეს მდგომარეობა COVID-19-ის ფონზე უფრო რბილ შეზღუდვებს უკავშირდება, რაც გრიპის გავრცელების საშუალებას იძლევა.

ასევე, მდგომარეობაზე გავლენას ახდენს გასულ ზამთარში გრიპის თითქმის სრული არარსებობა. ამის გამო, ვაქცინები, რომლებიც ყოველწლიურად ადაპტირდება მოცირკულირე ვირუსთან, შეიძლება – არ იყოს ეფექტური.

გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტვინდემია არასასურველ ტვირთად დააწვება ჯანდაცვის სისტემებს, რომლებიც უკვე მნიშვნელოვნად არიან დაკავებული COVID-19-თან ბრძოლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები