მაია ბუწაშვილი: კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს

“ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის წინააღმდეგ. კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის სიტუაციები, როდესაც კოვიდს დაერთვება სხვა ინფექცია, რომელიც რომელიმე ბაქტერიითაა გამოწვეული და ამ დროს შეიძლება, ექიმმა გადაწყვიტოს, რომ ანტიბიოტიკი საჭიროა. მაგრამ თავისთავად კოვიდი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

“განსაკუთრებით ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკის მიღებას მოითხოვენ, როდესაც მაღალი სიცხე აქვთ – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. კოვიდისთვის ჩვეულებრივი სიმპტომია მაღალი სიცხე, რომელიც შეიძლება,დღეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. სიცხე რაღაც დროის შემდეგ თავისით გაივლის და ადამიანები ამას აბრალებენ ანტიბიოტიკს. ვთქვათ, თუ ყელის ტკივილია ან სხვა სიმპტომი, ეს თავისით გადის.

ჩვენ მეორე დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა კორონამდეც იყო და კორონას შემდეგ უფრო გამწვავდა – დადგება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა”, – აცხადებს ინფექციონისტი.

მისი თქმით, ანტიბიოტიკების დანიშვნის პრეროგატივა მხოლოდ პაციენტის მკურნალ ექიმს აქვს. ინფექციონისტი განმარტავს, რომ კოვიდის შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ანტიბიოტიკს საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები