გამყრელიძე: ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია, ისევ ახალი შტამი წარმოიშვას

ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია, ისევ ახალი შტამი წარმოიშვას, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში 4-5-ჯერ არის გაზრდილი ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, შესაბამისად, ზრდა საქართველოშიც იქნება.

„3 მილიონზე მეტია მსოფლიოში ყოველდღიური შემთხვევა, როცა ყველა პიკზე, რომელიც მანამდე გვქონია, იქნებოდა “უჰანი”, „ალფა“ თუ „ბეტა“ შტამი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 900 000-ს არ გადასცილებია. ერთი თვეა მივეჩვიეთ, მილიონს, მილიონნახევარს, 3 მილიონს, გაზრდილია ოთხჯერ-ხუთჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაბამისად, გაიზრდება ჩვენთანაც ეს. ორი მძლავრი თეორიაა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება პანდემიის დასრულების დასაწყისი გახდეს და მეორე თეორიაა, რომელსაც ჯერჯერობით მხარს უჭერენ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.

ივლისისთვის მოსახლეობის 75% თუ არ იქნა აცრილი, რაც არის ჯანმო-ს სამიზნე, არაიმუნურ ფენაში შესაძლებელია ისევ ახალი შტამი წარმოიშვას. ახალი შტამის გაჩენის ალბათობა სწორედ არაიმუნურ ფენაში გახლავთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები