თამარ გაბუნია: საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის”​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის”​ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

„საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ითვლება, რომ ცირკულაციაში ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, „ომიკრონია“. აქედან უმეტესობა თბილისშია. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა, რაც დაბალი მაჩვენებელია. „ომიკრონით” ინფიცირებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებული იყო, „ბუსტერიც” გაკეთებული ჰქონდათ”, – აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები