ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სკოლა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ გახსნეს.
“ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის განახლება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ. საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.