ამბროლაურში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ქ. ამბროლაურის მოსახლეობასთან გამართეს და შეკრებილ საზოგადოებასთან აცრის მნიშვნელობასა და კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიან პროგრამაზე ისაუბრეს.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ –  ლაშა ჭიჭინაძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და ეპიდემიოლოგმა ზურაბ ნემსიწვერიძემ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

როგორც შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, იმუნიზაცია ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია პანდემიის დასამარცხებლად. ამასთან მათ ხაზი გაუსვეს მთავრობის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ პროგრამა იანვარშიც გაგრძელდება, რომლით სარგებლობის შესაძლებლობაც ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. ყველა მათგანს ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები