თიანეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სრულად აცრილი მოსახლეობის 40%-ია. ადგილზე მასობრივი იმუნიზაციის ერთი ცენტრი და სოფლის 3 ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც  აცრა ფაიზერითა და ჩინური წარმოების ვაქცინებით მიმდინარეობს.

იმუნიზაციის პროცესს ამცრელ დაწესებულებებში სისტემატურად ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური სოფელ ნაქალაქარის ვაქცინაციის პუნქტში იმყოფებოდნენ, სადაც სამედიცინო პერსონალისგან არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

ამასთან, გოჩა ქავთარაძემ და ლევან წიკლაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის შესახებ და მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები