გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა

გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები.  თოვლის საფარისგან იწმინდება  ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს ტროტუარებზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები