ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 2021 წლის დეკემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 226.4 პროცენტით გაიზარდა
2021 წლის სექტემბერში საქართველოში 160 763 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 226.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 82 850 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 818, საზღვაო გზით – 526 და სარკინიგზო გზით – 574.
კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 32 628 ვიზიტორი, სომხეთი – 18 656 ვიზიტორი, რუსეთი – 18 442 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 13 223 ვიზიტორი, ისრაელი – 9 331 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 8 787 ვიზიტორი, უკრაინა – 7 044 ვიზიტორი, ინდოეთი – 4 993 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 4 917 ვიზიტორი, ფილიპინები – 4 830 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 624 ვიზიტორი, უზბეკეთი – 4 014 ვიზიტორი, ირანი – 3 851 ვიზიტორი, ბელარუსი – 2 286 ვიზიტორი, აშშ – 1 488 ვიზიტორი.