სერგი ხიდეშელი: შრომით, მეტი ენთუზიაზმითა და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილსა და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, 2022 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან გამართა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერგი ხიდეშელმა თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
შეხვედრაზე 2021 წელს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები განიხილეს.
“ეს წელი იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე – 2021 წელი, ამის იმედს მაძლევს გუნდი, რომელიც გვერდში მიდგას. შრომით, მეტი ენთუზიაზმითა და ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა სერგი ხიდეშელმა.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.