თამარ გაბუნია: „ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი ცვლადია და გარკვეულ რევიზიას უნდა დაექვემდებაროს 

„ომიკრონმა“ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი ცვლადია და გარკვეულ რევიზიას უნდა დაექვემდებაროს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტის“ პირობებისა და რეგულაციების აღსრულება დღეს მნიშვნელოვანია.

“ომიკრონმა” კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველი არის ცვლადი და უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ რევიზიას. ჯერჯერობით, ჩვენ შევინარჩუნებთ იმ სტატუსს, რომელიც „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით გვაქვს. მნიშვნელოვანია მისი არსებული კრიტერიუმების აღსრულება. ბევრმა ქვეყანამ „მწვანე პასპორტში“ გაითვალისწინა „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობა და იქ გადატანის სტატუსს ნაკლები ყურადღება ეთმობა. ეს ყველაფერი არის მიმდინარე, რა თქმა უნდა, „მწვანე პასპორტს“, რომელიც დღეს გვაქვს, კარგი აღსრულების პირობებში მოსალოდნელი აქვს პოზიტიური ეფექტი, განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, ამდენად მაინც დღეს მნიშვნელოვანია „მწვანე პასპორტის“ პირობების და რეგულაციების აღსრულება“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები