იგეგმება თუ არა სასწავლო პროცესის განახლების ვადების გადახედვა – თამარ გაბუნიას განმარტება
იგეგმება თუ არა სასწავლო პროცესის განახლების ვადების გადახედვა – ამ კითხვას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.
„ჯერჯერობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ანუ ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება“, – განმარტა გაბუნიამ.