მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა
ე.წ. ფულის გათეთრების საქმის მოსამართლემ, გიორგი არევაძემ ერთ-ერთი ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
პროცესზე ხმაური და დაპირისპირება პროკურორის რეპლიკას მოჰყვა.
დაცვის მხარის შეფასებით, პროკურორი არა რეპლიკით, არამედ ახალი დასკვნითი სიტყვით სარგებლობდა.
მამუკა ხაზარაძე: 3 წელია, ამ სისულელეს ვისმენთ.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი: სიმართლე მწარეა.
მამუკა ხაზარაძე: მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ.
პროკურორი გიორგი მიქავა: ზრდილობა ვერ გისწავლიათ
მამუკა ხაზარაძე: ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ, რას ლაპარაკობთ? შენ გგონია, 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?
შელაპარაკების შემდეგ, მოსამართლემ ხაზარაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
“გავალ, ეს არ არის სასამართლო, თქვენ ხართ ბიძინას მონები”, – განაცხადა ხაზარაძემ.