“განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული, განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ადგილზე პირადად მოინახულეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა – გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
• პროექტის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცეები და შადრევნები ეწყობა;
• ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივანის” მშენებლობა – რეაბილიტაცია;
• იცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები;
• აღდგება დაზიანებული ბორდიურები;
• წესრიგდება მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული შემოღობვითა და გარე-განათებებით.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის მხარეში, განახლებული რეგიონების ფარგლებში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება – შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობის პროცესს, ყველა ლოკაციაზე, ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი დოხტურიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები