10 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 553 749 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 553 749 აცრა.

“სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 738 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 45.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 168 461 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 40.7%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 85 971 ადამიანს. 9 იანვარს აიცრა 1 899 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები