დმანისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა

დღეს საახალწლო ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.   გაიმართა საშობაო ბაზრობა, საბავშვო ღონისძიებები, სახის მოხატვა, ილუზიონისტის შოუ. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ საბავშვო სტუდია ბზიკები, – ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დმანისელების განწყობაზე იზრუნა ანსამბლმა “თეატრალური კვარტეტი”.

“მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
გაიმართა კონცერტი – ადგილობრივი შემოქმედებით ჯგუფების მონაწილეობით.
საღამოს საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები