დავით ბახტაძე – მჯერა, რომ 2022 წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

დავით ბახტაძეს სმჯერა, რომ 2022 წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის.

“ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2022 წელს !ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ! ახალ წელს იმედით და სასიკეთო მოლოდინით ვხვდებით. გისურვებთ იმედებისა და მოლოდინის გამართლებას !

2021 წელი დატვირთული იყო ემოციებით, ვნებათაღელვით, მოვლენებით. კოვიდპანდემიამ შეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი, შექმნა დამატებითი სირთულეები. ამასთანავე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ მშვიდობას, განვითარებისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია !

მჯერა, რომ 2022 წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის.
თავდაუზოგავი შრომით, ცენტრალური ხელუსუფლების თანადგომით და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ერთობით ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის. გილოცავთ ახალ წელს ! ბედნიერებას და წარნატწბებს გისურვებთ”, – წერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები