ყაზბეგის მერმა მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და სიყვარულისთვის. უნიკალურია თითოეული თქვენგანის როლი ჩვენი მუნიციპალიტეტის სწორი მიმართულებით განვითარების გზაზე. ვეცდები, ყველა ოჯახში შეაღწიოს ცვლილებებმა, რომლებიც ჩვენი პატარების ყოველდღიურობას გაცილებით გაამარტივებს, გაახალისებს და ბედნიერს გახდის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულს, ხვავსა და ბარაქას საყვარელ ადამიანებთან ერთად”-
განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები