გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და მადლობა გადაუხადა პანდემიის მართვის პროცესში გაწეული ღვაწლისთვის.

„დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ ადამიანებს, რომელთა როლიც პანდემიის მართვის პროცესში შეუფასებელია. სწორედ, მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული დაავადების დროული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.

სამაჟორიტარო ოლქში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს დამდეგი დღესასწაულები მივულოცეთ და განვლილი რთული წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადავუხადეთ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები