ჩხოროწყუში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი ჯანო პერტაია და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია, ზღაპრის გმირებთან ერთად, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ესტურნენ. დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს მათ და საახალწლო ნობათი გადასცეს. ინფორმაცაის ჩხოროწყუს მერია ავრცელებს,
მათი ცნობით, დათო გოგუამ შობა-ახალი წელი მიულოცა და ზღაპრის გმირებთან ერთად ესტუმრა ასევე ჩხოროწყუს საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ფონდ “ბრეს საქართველოს” მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებულ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს და ბენეფიციარ ბავშვებს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები